1.პროექტის სახელწოდება: სკოლის ფორმა
2.პროექტის მთავარი იდეა: არის თუ არა საჭირო სკოლაში ფორმის ტარება.
3.პროექტის აქტუალობა: ჩვენს სკოლაში სავალდებულოა ფორმის ტარება,ზოგი წინააღმდეგია, ზოგს მოსწონს და არის მუდმივი დისკუსია ამის თაობაზე.
4.პროექტის მიზნები: თავისუფალი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ უცხო ენაზე ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა და განსაზღვრა არის თუ არა ფორმა აუცილებელი; მოსწავლეები თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რა არის საჭირო და როგორ სჯობს, დისკუსია–ზეპირმეტყველება;
5.მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის მოსწავლეები
6.ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი და კლიპი და სლაიდები
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო და ფოტო მასალა, კითხვარი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,მარკერები, ფორმატები
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად და თვითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.
პირველი ჯგუფი ჩაატარებს კვლევას, რომლისთვისაც გამოიყენებენ სპეციალურად კვლევისათვის შედგენილ კითხვარს. ჩატარებენ კვლევას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ ანალიზს და სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენენ Power-point-ით და გააკეთებენ პრეზენტაციას.
მე–2 ჯგუფი იმუშავებს ბუკლეტის შექმნაზე, მოაგროვებენ ფოტო–მასალებს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებზე, სადაც გამოჩნდება არის თუ არა ფორმიანობა მიღებული სხვა ქვეყნებში და რამდენად სავალდებულოა. ამ ფოტო–მასალებს დაურთავენ გერმანულ ენაზე დაწერილ კომენტარებს და გააკეთებენ ყოველივე ამის პრეზენტაციას.
მე–3 ჯგუფი გადაიღებს 5–8 წუთიან ვიდეო კლიპს, სადაც თვალნათლივ გამოჩნდება ფორმიანობის დადებითი მხარე.ნაჩვენები იქნება შემდეგი სიუჟეტი– მოსწავლე გოგონა სწავლობს ისეთ სკოლაში, სადაც ფორმა არ არის სავალდებულო და ვისაც რა უნდა ის აცვია. ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირი არის შეჭირვებული ოჯახიდან და მას აცვია ძალიან სადად, ამის გამო ის ჯგუფიდან გარიყულია და თავს გრძნობს მარტოსულად და ხშირად დაცინვის ობიექტიც ხდება...
ამ ჯგუფების მუშაობის შემდეგ გავაკეთებთ ნამუშევრების პრეზენტაციას.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული ენა, ისტ, ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა ლიტერატურა.უცხ.IX19, უცხIX22,უცხ IX23, უცხIX25, უცხIX26,უცხIX27,უცხIX24
🙋🙌🙍🙎🙏
🙋🙌🙍🙎🙏
11.პროექტის ხელმძღვანელი
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://nato-kordzaia. blogspot.com